შკრინიარი იუვეს პრიორიტეტი აღარ არის
იტალიური მედიის ცნობით, მილან შკრინიარი იანვარში იუვენტუსის პრიორიტეტად აღარ მოიაზრება.
SportItalia-ს ცნობით, ტურინულ გრანდს უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმება სურს, ამიტომ სლოვაკი ფეხბურთელის ალტერნატიულ კანდიდატებს ეძებს.
გამოცემის ინფორმაციით, შკრინიარის იუვეში ხილვა გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ მომენტისთვის ის გუნდის პრიორიტეტი არ არის.