საკლუბო მუნდიალზე მონაწილე გუნდებს ტრანსფერების განხორციელება 1 ივნისიდან შეეძლებათ
Sky Sport-ის ინფორმაციით, საკლუბო მუნდიალზე მონაწილე გუნდებისთვის სატრანსფერო ფანჯარა ნაადრევად გაიხსნება.
წყაროს ცნობით, გუნდებს ტრანსფერებზე მუშაობა და ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება 1-დან 10 ივნისამდე შეეძლებათ და მათი გამოყენება საკლუბო მუნდიალზე შეეძლებათ, რომელიც 15 ივნისს აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, იტალიის ღირსებას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ინტერი და იუვენტუსი დაიცავენ.