TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნი, მაკკენი, მილიკი და კოსტიჩი გუნდთან ერთად არ გაემგზავრებიან

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ვოიცეხ შესნი, უესტონ მაკკენი, არკადიუშ მილიკი და ფილიპ კოსტიჩი გუნდთან ერთად გერმანიაში არ გაემგზავრებიან.

ოთხივე მათგანი სატრანსფერო ფანჯარაზეა და კრისტიანო ჯუნტოლი ფეხბურთელების გაყიდვას ცდილობს, ამიტომ ისინი ტურინში დარჩებიან და ინდივიდუალურად მუშაობას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, იუვენტუსი გერმანიაში ხვალ გაემგზავრება და სეზონისთვის მზადებას გააგრძელებს, 26 ივლისს კი ადგილობრივ ნიურემბერგთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც იტალიაში დაბრუნდება და 3 აგვისტოს პესკარაში ფრანგულ ბრესტს დაუპირისპირდება.