სენესის იუვენტუსში ტრანსფერი რთულდება…
მარკოს სენესის იუვენტუსში გადაბარგების შანსი სულ უფრო მცირდება.
არგენტინელი ფეხბურთელი კარიერის ტურინში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მხარეებს შორის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
იუვენტუსი მზად არის, 28 წლის არგენტინელ მცველს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, 4-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით 3 მილიონი ევრო შესთავაზოს, სენესი კი თვის მხრივ წლიურად 5 მილიონ ევროს ითხოვს.
არგენტინელის მიმართ ინტერესს ინგლისური გუნდები იჩენენ და მზად არიან, მას მოთხოვნილი ხელფასი გადაუხადონ, რაც იუვენტუსს საქმეს საგრძნობლად ურთულებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
