სავონა ფორესტში ტრანსფერთან ახლოს არის
ნიკოლო სავონა ნოტინგჰემ ფორესტში ტრანსფერთან ახლოს არის.
ინგლისელები სავონას ტრანსფერზე ბოლო საათებში გააქტიურდნენ და იუვენტუსს მის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
ნიკოლო სკირას ცნობით, ფორესტმა ცოტა ხნის წინ იუვენტუსს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც ბიანკონერი იტალიელის სანაცვლოდ 15 მილიონს მიიღებს, რასაც მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში კიდევ 10 პროცენტი დაემატება.
შეგახსენებთ, სავონა იუვენტუსის აკადემიის პროდუქტია, ამიტომ მის სანაცვლოდ მიღებული თანხა სრულად დამატებითი კაპიტალი იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
