TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სასუოლოს დირექტორი:“ იუვენტუსი ბერარდის მიმართ ინტერესს იჩენს“

სასუოლოს გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ დაადასტურა, რომ იუვენტუსი დომენიკო ბერარდის ტრანსფერით ინტერესდება.

„ბერარდის მიმართ ამ მომენტისთვის ინტერესს იუვენტუსი და ატალანტა იჩენენ, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული მოლაპარაკებები დაწყებული არ არის.“

იტალიური წყაროების ცნობით, ნეროვერდი იტალიელი შემტევის სანაცვლოდ იანვარში 10-12 მილიონს ითხოვს.