სანჩოზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მბანგულაა…
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩოს გაფორმებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი, ეკონომიკურთან ერთად, სამუელ მბანგულა გახლავთ.
ბელგიელმა ტალანტმა სერია ა-ს პირველ 2 ტურში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, სანჩოს გაფორმებით კი მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შეიზღუდებოდა, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლიმ ფსონის გაკეთება NextGen-ის აღზრდილ ტალანტზე გააკეთა.
მბანგულას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყება.