TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩოს იუვენტუსში ტრანსფერის საკითხი მომდევნო კვირაში გადაწყდება

La Repubblica-ს ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩოს იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერი მომდევნო კვირაში საბოლოოდ გადაწყდება.

წყაროს ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედს ფეხბურთელის გაშვება უმოკლეს დროში სურს და იუვენტუსი ინგლისელი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

გამოცემის ინფორმაციით, სანჩო კარიერის იუვენტუსში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ბიანკონერის კონკურენციას დორმტუნდი და სხვა რამდენიმე ინგლისური გუნდი უწევს.