TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩო შესაძლოა მანჩესტერში დარჩეს

ბრიტანული წყაროების ცნობით, ჯეიდონ სანჩო, ვისაც გასულ კვირებში იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ, შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დარჩეს.

Daily Mirror-ის ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა მანჩესტერის მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან უთანხმოება მოაგვარა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერი სანჩოს გაყიდვაზე უარს მაინც არ იტყვის, თუმცა მას სავარაუდოდ იჯარით აღარ გაუშვებს, იუვენტუსი კი ინგლისელის გაფორმებას მხოლოდ არენდით განიხილავს.