TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩო იუვენტუსის სამიზნედ რჩება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერის ფეხბურთელის ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ტეუნ კოპმეინერსი და ჟან-კლერ ტოდიბოა, მაგრამ მატიას სულეს წასვლის შემდეგ ვინგერის გაფორმება აქტუალური საკითხი გახდება.

დელა ვალეს თქმით, ჯეიდონ სანჩო კვლავ პრიორიტეტული სამიზნეა, მისი ალტერნატივა კი პორტუს გალენო გახლავთ. მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, მაგრამ პორტუგალიელები ფეხბურთელის 35-40 მილიონად გაყიდვაზე უარს არ იტყვიან.