TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საბატინი:“ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება საჭირო არ არის, მაგრამ იუვეს მეტი მოეთხოვება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ ემპოლისთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებისა და ნეგატიური დასკვნების გამოტანის საჭიროება არ არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, იუვენტუსის თითოეულ წევრს, როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ.

„პირველ რიგში ვლაჰოვიჩს, მისი თითქმის ყველა შეხება ბურთთან არასწორი იყო, იმავეს თქმა შეიძლება თითქმის ყველა ფეხბურთელზე.

„ტიაგო მოტას კი გუნდის უფრო აჩქარება და მეტი ინტენსიობის მოთხოვნამართებდა, მისგან სწორედ ამას ველოდებით.

„იუვეს წინ პსვ-სა და ნაპოლისთან ურთულესი და უმნიშნელოვანესი მატჩები ელოდება და მე გაცილებით უკეთესი გუნდის მოლოდინში ვარ.“