TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საბატინი:“ იუვენტუსმა ინტერთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის სანდრო საბატინის აზრით, იუვენტუსსა და ინტერს შორის შემადგენლობის მხრივ სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.

„ჩვენ ახალი, განსხვავებული იუვენტუსის დაბადებას ვუყურებთ. ტიაგო მოტას გუნდის, რომელსაც განსხვავებული სათამაშო სტილი და უფრო ამბიციური მიზნები ექნება.

„იუვენტუსმა ინტერთან ჩამორჩენა შემადგენლობის მხრივ მინიმუმამდე დაიყვანა და თუ ისინი გაძლიერებას გააგრძელებენ, ჩვენ წინ ძალიან დაძაბული და თანასწორი დაპირისპირება გველოდება.

„დი გრეგორიო შესნის იდეალური შემცვლელია, სანჩოს გაფორმების შემთხვევაში კი მათი შეტევის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა რამდენად მოახერხებენ ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელი მოკლე დროში ადაპტაციას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.“