რუგანის აგენტი:“ დანიელეს ოცნება ყოველთვის იუვენტუსში დარჩენა იყო“
იუვენტუსის მცველის დანიელე რუგანის აგენტმა კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსის მაისურის ტარება დანიელესთვის ყოველთვის სიამაყის საბაბი იყო. ბიანკონერის რიგებში თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა, როდესაც შენ იუვენტუსის რიგებში ამდენი წელი ირიცხები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ამ დიდებული გუნდის DNA-ს ატარებ.
„დანიელეს ზაფხულში ბევრი მსურველი ჰყავდა, მაგრამ მან იუვენტუსში დარჩენა და ბრძოლა გადაწყვიტა, შემდეგ კი ტუდორმა ის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა, რითიც რუგანი უბედნიერესი იყო.
„კონტრაქტის სიტუაცია ? იუვენტუსს ხელშეკრულების 2027 წლამდე გახანგრძლივების შესაძ₾ებლობა აქვს. დანიელეს პრიორიტეტი ტურინში მაქსიმალურად დიდი ხანი დარჩენაა და ამისთვის დაუღალავად მუშაობს, საბოლოო სიტყვას კი იუვენტუსი იტყვის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                