რუგანის აგენტი:“ დანიელე იუვენტუსის განკარგულებაშია“
იუვენტუსის მცველის დანიელე რუგანის აგენტმა კლეიტნის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, დანიელე იჯარის წესით აიაქსის რიგებში ასპარეზობს.
„იქნება თუ არა რუგანი იუვენტუსის რიგებში მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე ? ამ თემაზე გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ. თუ იუვენტუსს ის სჭირდება, დანიელე მათ განკარგულებაში იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენ სხვა გამოსავალი უნდა ვიპოვნოთ.“
