TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომამ კიეზას ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომამ ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა.

წყაროს ცნობით, ჯალოროსიმ იტალიელი ფეხბურთელის თანხმობის მიღება ვერ შეძლო, ამიტომ მასთან მოლაპარაკებები შეაჩერა და ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

კიეზა გუნდთან ერთად ვარჯიშს 22 ივლისს განაახლებს და ტიაგო მოტას დარწმუნებას ეცდება, რომ ის იუვენტუსისთვის ჯერ კიდევ გამოსადეგი ფიგურაა, პარალელურად კი ბიანკონერი მიღებული წინადადებების განხილვას გააგრძელებს…