რომა, ფიორენტინა და კრისტალ პალასი კოსტიჩისთვის იბრძვიან
სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ფილიპ კოსტიჩის მსურველთა სია სულ უფრო იზრდება.
31 წლის სერბი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ბიანკონერის ფეხბურთელის 7-8 მილიონ ევროდ გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.
Calciomercato-ს ინფორმაციით, კოსტიჩის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის რომა, ფიორენტინა და კრისტალ პალასი მუშაობენ. იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი ფულის გადახდა არც ერთ გუნდს არ გაუჭირდება, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს.