რევეცანი:“ უდინეზეს წინააღმდეგ მოტას საუკეთესო იუვენტუსი ვიხილეთ“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო რევეცანიმ უდინეზე – იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, უდინეზეს წინააღმდეგ ტიაგო მოტას მისვლის შემდეგ საუკეთესო იუვენტუსი ვიხილეთ.
„გუნდი იყო ორგანიზებული, სწრაფი, თამაშობდა ინტენსიურად და სწორი მოტივაციით, მათ მაკკენის, ბრემერისა და კონსეისაუს გარეშე, ვინც ამ მომენტისთვის იუვეს საუკეთესო ფეხბურთელია, ძალიან კარგი უდინეზეს დამარცხება შეძლეს.
„ტიაგო მოტამ გასულ მატჩში აღნიშნა, რომ მან შეცდომებს უნდა უკლოს, რაც იმის ნიშანია, რომ ის სიტუაციას კარგად აანალიზებს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს.“