რეტეგიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ის იუვეს სამიზნე აღარ არის
გასულ კვირებში მატეო რეტეგის იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ის ზაფხულში ტურინული გრანდის სამიზნე აღარ იქნება.
სამწუხაროდ, რეტეგიმ საუდი პრო ლიგის გასულ ტურში უმძიმესი ტრავმა მიიღო, მას წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს, რის გამოც მადრიდში ოპერაციას გაიკეთებს.
რეტეგი, ვის მიმართ ინტერესს მილანი და იუვენტუსი იჩენდნენ, ტრავმის გამო მინიმუმ 9-10 კვირას გამოტოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
