რავანელი:“ დევიდს იუვენტუსისთვის საჭირო მენტალობა არ აქვს, გუნდმა პროექტი ილდისის, ბრემერის და კონსეისაუს გარშემო უნდა ააწყოს“
იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელის ფაბრიციო რავანელის აზრით, ბიანკონერიმ გუნდი ბრემერის, ილდისისა და კონსეისაუს გარშემო უნდა ააწყოს, ხოლო ჯონათან დევიდი იუვეში ყოფნას არ იმსახურებს.
„ვფიქრობ, დღევანდელ იუვენტუსში არის 3-4 ფეხბურთელი, რომლებიც გუნდის პროექტის გულში უნდა იყვნენ. იუვენტუსმა ილდისი, ბრემერი და კონსეისაუ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს და პროექტი სწორედ მათ გარშემო განავითაროს.
„დევიდი ? მას ნეგატიური სეზონი აქვს. ჯონათანი არ არის ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგისთვის და სკუდეტოსთვის იბრძოლებ. საფრანგეთის ჩემპიონატში და იუვენტუსში თამაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, შავ-თეთრი მაისურის ტარებას გამორჩეული მენტალობა და ხარისხი სჭირდება, ეს მაისური ძალიან მძიმე სატარებელია და მას ყველა ვერ უმკლავდება.
„ჟეგროვა ? ვფიქრობ, მას სხვა ახალწვეულებთან შედარებით მეტი პერსონალობა და უფრო ძლიერი მენტალიტეტი აქვს. გუნდში სპალეტის მისვლის შემდეგ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპენდა და დევიდი იუვენტუსის კალიბრის ფეხბურთელები არ არიან, ხოლო ჟეგროვა აშკარად ხარისხიანი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ის სირთლეებს უკან მოიტოვებს და თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს. ჟეგროვა არ არის ფეხბურთელი, რომელიც ერთი წარუმატებელი დრიბლინგის შემდეგ ნებდება და მორცხვობს, ის მებრძოლი ხასიათის არის და არასოდეს ნებდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
