რასინგი გონსალესის გამოსყიდვას გეგმავს
რასინგი სეზონის ბოლოს იუვენტუსიდან ფაკუნდო გონსალესის გამოსყიდვას გეგმავს.
ესპანელებს ახალგაზრდა მცველის გაფორმება 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლიათ, მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში კი იუვენტუსი სრული თანხის 20 პროცენტს მიიღებს.
თუ რასინგი ლა ლიგაში დაწინაურდა, გონსალესის გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო გახდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
