რამდენი ქულა სჭირდება იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად…
ხვალ ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატი აიღებს სტარტს და იუვენტუსის პირველი მეტოქე ნიდერლანდური პსვ იქნება.
ახალი ფორმატის დეტალები იხილეთ აქ.
სტატისტიკური გამოცემა Football Meets Data-ს ინფორმაციით, გუნდებს პირდაპირ 1/16 რაუნდში გასასვლელად მაქსიმუმ 24-დან 14-16 ქულის მოპოვებ დასჭირდებათ, ხოლო პლეი-ოფისთვის დაახლოებით 8-10 ქულა იქნება საკმარისი.
შეგახსენებთ, იუვენტუსი პსვ-ს, ლაიფციგს, შტუტგარტს, ლილს, ასტონ ვილას, მანჩესტერ სიტის, ბრიუგეს და ბენფიკას დაუპირისპირდება.