TuttoJuve

Juve per sempre sarà

რაბიოს კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს

იტალიური გუნდებისა და რეალის ინტერესის მიუხედავად, ადრიენ რაბიოს კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს.

ფრანგი ფეხბურთელის მიმდიანრე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 30 ივნისს იწურება და დიდი ალბათობით რაბიო გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

რაბიო გასულ კვირებში არაერთ გუნდს, მათ შორის მილანსა და რეალს დაუკავშირეს, თუმცა Corriere dello Sport-ის ცნობით, ადრიენის პრიორიტეტი კარიერის ინგლისში გაგრძელებაა, სადაც მის მიმართ ინტერესს ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი იჩენენ.

35 views
error: დაცული კონტენტი !