კინის შემდეგ, იუვენტუსს მილიკიც დატოვებს
კრისტიანო ჯუნტოლი გუნდის გადახალისებაზე მუშაობას აგრძელებს და იმ ფეხბურთელების გაყიდვას ცდილობს, რომლებიც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან.
SportItalia-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი არკადიუშ მილიკია, რომელსაც ბიანკონერიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა და პოლონელი ფორვარდის აგენტი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.
მილიკის მიმართ ინტერესს რამდენიმე იტალიური და ფრანგული გუნდი იჩენს, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით იუვენტუსისთვის არც ერთ მათგანს არ მიუმართავს.