TuttoJuve

Juve per sempre sarà

რაბიომ იტალიური გუნდები უარით გაისტუმრა და რეალის მოლოდინშია

ალფრედო პედულას ინფორმაციით, მილანისა და ინტერის ინტერესის მიუხედავად, ადრიენ რაბიო ლომბარდიულ გრანდებში თამაშს არ აპირებს.

ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი იუვენტუსთან 30 ივნისს ამოიწურა და ის თავისუფალი აგენტი გახლავთ. ადრიენსა და ტურინულ გრანდს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია ჩიხში შევიდა და ის დიდი ალბათობით მომდევნო სეზონიდან ახალ გუნდში ითამაშებს.

წყაროს ცნობით, რაბიოს გაფორმებას რამდენიმე ინგლისური გუნდი, მათ შორის ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი ცდილობენ, თუმცა თავად რაბიოს რეალში თამაში სურს და ბლანკოსის წინადადების მოლოდინშია.

61 views
error: დაცული კონტენტი !