TuttoJuve

Juve per sempre sarà

რაბიო იუვენტუსს დატოვებს

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ჟურნალისტის ემანუელე გამბას ინფორმაციით, ადრიენ რაბიო იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი იუვენტუსის წინადადებით, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 7.5 მილიონი ევრო იქნება, უკმაყოფილოა, ბიანკონერი კი მისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას არ აპირებს.

წყაროს თქმით, რაბიოს მსურველთა სიას მადრიდის რეალიც შეუერთდა, ბლანკოსის რიგებს ტონი კროოსი დატოვებს, ამიტომ მათ ნახევარდაცვის გაძლიერება სჭირდებათ და რაბიო კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ.

30 views
error: დაცული კონტენტი !