TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რა თანხას გამოიმუშავებს იუვენტუსი საკლუბო მუნდიალზე…

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დროა დარჩენილი და ტიტულისთვის მებრძოლი ერთ-ერთი გუნდი იუვენტუსი გახლავთ.

Calcio e FInanza-ს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს საერთო ჯამში ტურნირზე 101 მილიონი ევროს გამომუშავების შესაძლებლობა ექნება.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი მონაწილეობისთვის 20 მილიონს მიიღებს, ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში გამარჯვება გუნდს 5.7 მილიონს მოუტანს.

ფინალამდე მისვლის შემთხვევაში იუვენტუსი 70.9, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში საერთო ჯამში 100.6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

error: დაცული კონტენტი !