TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პსვ-ს მწვრთნელი:“ თუ იუვენტუსი მოისურვებს, წინ ძალიან სანახაობრივი მატჩი გველოდება“

პსვ-ს მწვრთნელმა პიტერ ბოშმა იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ტიაგო მოტას პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.

„ჩვენ სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა ხვალ უნდა დავამტკიცოთ, რომ უმაღლეს დონეზე, უმაღლესი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია.

„როგორი მატჩი იქნება ხვალ ? თუ იუვენტუსი შემტევი ფეხბურთის თამაშს გადაწყვეტს, ჩვენ წინ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა გველოდება.

„გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე ? ბევრისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული პირველი მატჩი იქნება და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ლიგაზე პირველად იუვენტუსის დონის გუნდის წინააღმდეგ გიწევს თამაში. იტალიელებმა გასულ სეზონში ევროპულ ტურნირებზე არ ითამაშეს, ამიტომ გამოცდილების მხრივ ჩვენ გარკვეული უპირატესობა გვაქვს.

„ტიაგო მოტას იუვე ? მე ამას ვერ შევაფასებ, იუვენტუსის შესწავლა მას შემდეგ დავიწყე, რაც წილისყრის შედეგები გახდა ცნობილი.

„0 გაშვებული გოლი იუვეს კარში ? სერია ა უმაღლესი დონის ჩემპიონატია და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელია.“