TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ პსვ-სთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ამ ტურნირზე ასპარეზობა დიდი პატივია, რასაც ის ფაქტორიც ემატება, რომ ჩვენ პირველ მატჩს საშინაო არენაზე გავმართავთ. შეხვედრის დაწყებასა და მის თანხვედრ ემოციებს მოუთმენლად ველოდებით, ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია და სასურველი შედეგის მოსაპოვებლად კარგი მატჩის გამართვა მოგვიწევს.

„ემპოლისთან მატჩი ? ეს დახურული თავია, ახლა მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ.

„ჩემი სტაფის ემოციები ? ჩვენ ამ დონეზე მუშაობისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ და დიდი გზა გამოვიარეთ, ახლა კი გვსურს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობით მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ? მე ძველი ფორმატიც მომწონდა და არც ახალს დაეწუნება რამე. ჩვენ სხვადასხვა მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, ეს მომზადების მხრივ გაცილებით სხვა სამუშაოს მოითხოვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სანახაობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

„პსვ ძალიან ძლიერი გუნდია, მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ და როგოც აქამდე, იუვენტუსი მეტოქეებს პატივს სცემს, მაგრამ ჩვენ ჩვენს გეგმებს უნდა მივყვეთ და სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლოთ.

„კოპმეინერსი ? ჩვენ როგორც მისგან, ასევე სხვა ნებისმიერი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ველოდებით. ჯერჯერობით არ ვიცი, თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ თითოეულ ფეხბურთელს მაქსიმუმი მოეთხოვება. ტეუნმა იუვენტუსში მოსახვედრად ბევრი იმუშავა და ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

„იუვეს წარსული ? არ ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტი წნეხია, გუნდის ისტორია ჩვენთვის საამაყო უნდა იყოს. ახლა ყველაფერი მნიშვნელობას კარგადს და მთავარი მხოლოდ ხვალინდელი მატჩია.

„ვლაჰოვიჩი ? ის მშვიდად არის. მთავარია, სიტუაცია მიიღო ისე, როგორც არის და კრიტიკას მოედანზე კარგი თამაშით უპასუხო. ის გოლების გატანას გააგრძელებს, ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ჩვენ გოლი ჯერ კიდევ არ გაგვიშვია, ეს მათ შორის ვლაჰოვიჩის დამსახურებაც არის, ხოლო თუ დუშანმა გოლი ვერ გაიტანა, ეს არა მხოლოდ ვლაჰოვიჩის, არამედ სხვა ფეხბურთელების, მათ შორის მეკარის ბრალია. ჩვენ უნდა ავაწყოთ თამაში ისე, რომ ფორვარდს საგოლე მომენტები შევუქმნათ. დუშანი თავს კარგად გრძნობს და ასე უნდა გააგრძელოს, კრიტიკა კი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.

„დანილო ? ის თავს კარგად გრძნობს, მან ჩვეული მონდომებით ვარჯიში უნდა გააგრძელოს და გუნდის დასახმარებლად მზად იყოს.

„რა დონეზეა დღევანდელი იუვენტუსი ევროპაში ? ჩვენი მიზანი იუვენტუსის უმაღლეს დონეზე აყვანაა, ხოლო თუ რა დონეზე ვართ ამ მომენტისთვის, ამას ხვალინდელ მატჩში გავიგებთ. ჩვენი მიზანი ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვებაა.

„როგორ თამაშს ველოდები იუვენტუსისგან ? ეს ძალიან მარტივია, როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, ჩვენ თავი 11 კაცით უნდა დავიცვათ, ხოლო როდესაც ბურთი ჩვენ გვაქვს, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ. მე მოტივირებულ და მონდომებულ გუნდს ვხედავ და მჯერა, წინ ძალიან კარგი თავგადასავალი გველოდება.

„ქომაგების ენთუზიაზმი ? ეს ძალიან გვეხმარება, ბიჭებს მათთვის ბრძოლა და პოზიტიური ემოციების მიცემა სურთ. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია და მას არ გავურბივართ.“