TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პსჟ-სა და იუვენტუსს შორის ჰეისენის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება

პსჟ იუვენტუსის მცველის დინ ჰეისენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

Tuttosport-ის ცნობით, პარიზელები იუვენტუსს ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობენ, კრისტიანო ჯუნტოლი კი თავის მხრივ გარანტირებულ 30 მილიონსა და ბონუსების სახით დამატებით 5 მილიონ ევროს ითხოვს.

თავად ესპანელს პარიზელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და გუნდებს შორის შეთანხმების მოლოდინშია.