იუვენტუსსა და ილდისს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განახლდა
კენან ილდისი ტურინში დაბრუნდა, გუშინ მან ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი დროს არ კარგავს და თურქი ფეხბურთელის აგენტთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.
ილდისის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ის გუნდის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება, ამიტომ ბიანკონერის კენანის ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივება და მისი ხელფასის 0.4 მილიონიდან 1.2 მილიონამდე გაზრდა სურს.
ამის გარდა, ილდისი დიდი ალბათობით იუვენტუსის ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.