პსჟ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, პსჟ იუვენტუსის ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება.
24 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის რიგებს გასულ ზაფხულს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა.
ტურამმა სადებიუტო სეზონში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გაკეთა, მისი სატრანსფერო ფასი 45-50 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ფრანგის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის.
ტურამი ბიანკონერის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრება და მისი გაშვება არც კი განიხილება.
