პსჟ დევიდის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, პსჟ ჯონათან დევიდის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, პარიზელები ზაფხულში შეტევის გაძლიერებას გეგმავენ და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ კანადელი ფეხბურთელია, რომელიც ფრანგულ ლიგა 1-ში შესანიშნავად თამაშობდა და საფრანგეთში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება.
არ არის გამორიცხული, პარიზელებმა ტრანსფერში რანდალ კოლო მუანი ჩართონ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
