TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პრანდელი:“ მოტა დიდებული მწვრთნელია, იუვეს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს“

ჩეზარე პრანდელიმ La Stampa-სთან ტიაგო მოტას თაობაზე ისაუბრა.

„ტიაგო მოტას აქვს იდეები და ქარიზმა, იცის როგორ უხელმძღვანელოს გუნდს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და იცის, თუ რამდენად მნიშვნლეოვანია მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კაგი ურთიერთობა.

„იუვენტუსს სეზონის კარგი სტარტი აქვს, მაგრამ მჯერა, რომ მათ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ.

„ველოდებოდი თუ არა, რომ ის ევროპულ გრანდს ასეთ მოკლე დროში ჩაიბარებდა ? დიახ, რადგან მას ფეხბურთელობის დროსაც ეტყობოდა, რომ მატჩის ანალიზისა და გარჩევის შესანიშნავი უნარი ჰქონდა,ინარჩუნებდა სიმშვიდეს და ცივსისხლიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“