გონსალესი მოედანზე ინტერთან მატჩისთვის დაბრუნდება
იუვენტუსის ვინგერი ნიკო გონსალესი მოედანზე დიდი ალბათობით 27 ოქტომბერს დაბრუნდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ნიკოს კუნთის ტრავმის გამო კალიარისთან, ლაციოსთან და დიდი ალბათობით შტუტგარტთან მატჩების გამოტოვება მოუწევს.
წყაროს ცნობით, ის სრულ მზადყოფნაში Derby d’Italia-სთვის იქნება.