პრანდელი:“ იუვენტუსმა ფსონი ვლაჰოვიჩზე უნდა გააკეთოს“
იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იუვენტუსის შესახებაც ისაუბრა.
„იუვენტუსის პრობლემები შეტევაში ? ვფიქრობ, ვლაჰოვიჩი ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. დუშანი არის იმ ფორვარდთა კატეგორია, რომლებსაც შედეგის დასადებად სტაბილურად თამაში სჭირდებათ და როდესაც ის ნდობას გრძნობს, უფრო პროდუქტიულია.
„ოპენდა და დევიდი ? სხვა ჩემპიონატებიდან მოსულ ფეხბურთელებს სერია ა-სთან ადაპტაცია ყოველთვის უჭირდათ, რადგან იტალიური ფეხბურთი უნიკალურია და უცხოელებისთვის გარკვეული დროა საჭირო. ოპენდა და დევიდი ხარისხიანი ფეხბურთელები არიან, ქომაგებმა მათ დრო უნდა მისცენ.
„იუვენტუსის ამბიციები ? მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ საერთო ჯამში იუვენტუსს სოლიდური ფუნდამენტი აქვს და თუ გუნდი რითმს და დავდაჯერებულობას დაიბრუნებს, მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
