TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოზიტიური დიალოგი ატალანტასთან…

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეინერსის თაობაზე გასულ საათებში პოზიტიური საუბარი გაიმართა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ უახლოეს დღეებში ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს შეუერთდება.

კოპმეინერსი დღევანდელ მატჩში გუნდის განაცხადში არ არის და იუვენტუსში ტრანსფერის მოლოდინშია.