პორტუმ იუვენტუსს კონსეისაუს ფასი შეუთვალა
ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იუვენტუსი ინგლისელის ალტერნატივების ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის სიაში ერთ-ერთი სახელი პორტუს ფრანჩესკო კონსეისაუ გახლავთ.
21 წლის ტალანტმა კიდევ ერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა და არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსის ინტერესი დაიმსახურა.
La Stampa-ს ცნობით, პორტუ სერჟიუ კონსეისაუს შვილის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.