TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოგბა იუვენტუსის განკარგულებაში ბრუნდება

არაერთი გავლენიანი წყაროს, მათ შორის ინგლისური Daily Mail-ის ინფორმაციით, პოლ პოგბა მოედანზე ბრუნდება.

წყაროს ინფორმაციით, პოლის 4-წლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ფრანგმა დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო მიიღო, 18 თვემდე შემცირდა.

პოგბას იუვენტუსთან ერთად ვარჯიშისა დაწყება იანვრიდან, ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღება კი მარტიდან დაწყებული შეეძლება. პოგბას იუვენტუსთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შედის თუ არა ის ტიაგო მოტას გეგმებში.