TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პერინმა შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

იუვენტუსის კიპერმა მატია პერინმა სეზონის ბოლოს შესაძლოა ტურინული გრანდი დატოვოს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, პერინს ისეთ გუნდში გადასვლა სურს, სადაც რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება ექნება.

წყაროს ცნობით, პერინის მიმართ ინტერესი რამდენიმე გუნდმა უკვე გამოთქვა, მათ შორის ყველაზე მეტად კომო აქტიურობს.

error: დაცული კონტენტი !