TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პერინი:“ იუვეს მაისურით თამაში ყოველთვის დიდი პატივია“

იუვენტუსის კარის დარაჯმა მატია პერინმა, ვინც ბევრისთვის მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაშია, ემპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩის ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„იუვენტუსის მაისურით თამაში ყოველთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, თუმცა ჩვენ სეზონის პოზიტიური სტარტის შემდეგ სტაბილურად წინსვლის გაგრძელება გვსურს.

„ვფიქრობდი თუ არა იუვეს დატოვებაზე ზაფხულში ? მე ვამაყობ, რომ ამდენი წინადადება მქონდა, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, თუ რა მსურდა, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იუვენტუსში დარჩენა იყო.

„ჩვენი მიზნები ? ახლა ჩვენი ერთადერთი მიზანი დღევანდელ მატჩში გამარჯვებაა. გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.“