TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პავანი:“ იუვენტუსმა გუნდური გამარჯვება მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო პავანმა გუშინდელი მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსმა გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ეს არა რომელიმე ინდივიდუალური ფეხბურთელის დახმარებით, არამედ გუნდურად გააკეთა.

„თუ გუნდის თითოეულმა წევრმა იცის, თუ რა მოძრაობა უნდა გააკეთოს, იუვენტუსს ძალიან მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია, ეს ილდისის გოლის დროს ძალიან კარგად გამოჩნდა. მან შესანიშნავი დარტყმა განახორციელა, თუმცა აღსანიშნავია მისი თანაგუნდელების, მათ შორის კამბიაზოს მოძრაობა, რამაც თურქს საჭირო სივრცეები მისცა. იდეალური დაგეგმარება და იდეალური შესრულება მთელი გუნდის მხრიდან.“