იუვე – ნაპოლი სრული ანშლაგით ჩაივლის
მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ყველა საშინაო მატჩი სავსე ტრიბუნების ფონზე გაიმართა და გამონაკლისი არც მომდევნო შეხვედრა იქნება.
იუვენტუსი ნაპოლის 21 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე უმასპინძლებს და ტურინულმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეხვედრის ყველა ბილეთი, როგორც მასპინძელთა, ასევე სტუმრების სექტორში უკვე გაყიდულია.
მოსალოდნელია, რომ ნაპოლისთან მატჩს პარტენოპეის 2,000 ქომაგი დაესწრება.