პარმას ფორვარდი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი პარმას ფორვარდის მატეო პელეგრინოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი ზაფხულში მინიმუმ ერთი ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და იუვენტუსს პოტენციური სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს.
SportItalia-ს ცნობით, ბიანკონერის პრიორიტეტი რანდალ კოლო მუანია, მისი ალტერნატივა კი 24 წლის პარმას ფორვარდი მატეო პელეგრინო გახლავთ.
პელეგრინოს გაფორმება, ვის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა, 20 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
