TuttoJuve

Juve per sempre sarà

პალესტრა იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას ტალანტის მარკო პალესტრას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

პრობლემა ლა დეას მიერ მოთხოვნილი 35-40 მილიონია. 20 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით კალიარიში თამაშობს, მას შესანიშნავი სეზონი აქვს და შესაბამისად მსურველების სიაც დღითი დღე იზრდება.

ჯენარო გატუზო ახალგაზრდა მარჯვენა მცველის ნაკრებში გამოძახებას გეგმავს, რაც თავის მხრივ ფეხბურთელის ფასსა და მისი მსურველების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის…

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !