კრისტალ პალასმა კოსტიჩზე მუშაობა განაახლა
Tuttosport-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კრისტალ პალასმა იუვენტუსის ლატერალეს ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.
წყაროს ცნობით, ინგლისში ფეხბურთელის ხილვა ოლივერ გლასნერს სურს, ვინც ფეხბურთელთან ერთად აინტრახტში მუშაობდა და მას კარგად იცნობს.
კოსტიჩი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლის მის სანაცვლოდ 7-8 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.