ოტოლინი პორტუგალიაშია და კივიორს აკვირდება…
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის სპორტული დირექტორი მარკო ოტოლინი ბოლო პერიოდში პორტუგალიას რამდენჯერმე ესტუმრა და პორტუს მატჩებს დასეწრო.
Tuttomercato-ს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი პორტუს მცველს იაკუბ კივიორს აკვირდება.
პოლონელი ფეხბურთელი პორტუგალიაში იჯარის წესით თამაშობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს და ზაფხულში 26 წლის ცენტრალური მცველი იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება. ტურინელებს მისი გაფორმება დაახლოებით 30-35 მილიონი დაუჯდებათ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
