TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოტოლინი:“ ილდისის კონტრაქტის გამო ბენდიერები ვართ. სპალეტი და მაკკენი ?…“

იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა მარკო ოტოლინიმ SportMediaset-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ახალი კონტრაქტები ? სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ჩვენი პრიორიტეტი ახლა კონტრაქტებზე მოლაპარაკებების განახლებაა.

„ილდისის ახალი კონტრაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოლაპარაკებები გრძელდება მაკკენის წარმომადგენლებთანაც.

„სპალეტი ? ჩვენ მისი მუშაობით ძალიან ბედნიერები ვართ და მომდევნო კვირაში მის კონტრაქტზე მუშაობას დავიწყებთ.

„ფორვარდის სიტუაცია ? ჩვენ ვეძებდით ფორვარდს, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, იანვარში დიდი არჩევანი არ არის და შესაბამისი კადრის პოვნა ვერ შევძელით. ჩვენ გუნდის ახლანდელი შემადგენლობით კმაყოფილები ვართ.

„ინტერთან მატჩი ? საბოლოო შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ გუნდის პროგრესით და თამაშის ხარისხით ძალიან კმაყოფილები ვართ. გვჯერა, რომ სწორ გზაზე ვართ.

„ჩემპიონთა ლიგა ? ახლა ჩვენი კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა იყოს. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ამიტომ თითოეული ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, გალათასარაისთან მატჩზე კი ამის შემდეგ ვიფიქრებთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !