TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოსიმენი:“ ტიტულის მოგების გამო ბედნიერი ვარ, ჩემი მომავალი ?…“

ვიქტორ ოსიმენმა გუშინ გალათასარაისთან ერთად თურქეთის თასი მოიპოვა. ნიგერიელმა ფორვარდმა, ვისაც იუვენტუსს აქტიურად უკავშირებენ, კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა, დუბლი გაიფორმა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ტიტულის მოგების გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ქომაგების გვერდში დგომას აქ მოსვლის პირველივე დღიდან ვგრძნობ და მიხარია, რომ მათთვის ტიტულის მოგება შევძელი. სანამ აქ ვთამაშობ, გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯები.

„ჩემი მომავალი ? ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებ.“

50 views
error: დაცული კონტენტი !