TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოსიმენი შეტევაში სპალეტის საოცნებო ტრანსფერად რჩება…

იუვენტუსი ზაფხულში შეტევის მნიშვნელოვნად გადახალისებას გეგმავს და Calciomercato-ს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი ლუჩიანო სპალეტის საოცნებო ტრანსფერი გახლავთ.

ოსიმენი იუვენტუსში ტრანსფერთან ნაპოლიში ყოფნის დროს იყო ახლოს და ტურინულ გრანდში თამაშის სურვილი ნიგერიელმა ფორვარდმა არაერთხელ დაადასტურა, ამიტომ მასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება პრობლემა არ იქნება.

პრობლემა ოსიმენის კონტრაქტში არსებული ანტი-სერია ა-ს პუნქტია, რომლის მიხედვითაც გალათასარაის ნაპოლისთვის 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუ ოსიმენი 2027 წლის ჩათვლით სერია ა-ს რომელიმე გუნდს შუერთდება. ეს პუნქტი ოსიმენის იუვენტუსში ტრანსფერს ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის…

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !