ოსიმენი მანჩესტერის სამიზნე აღარ არის
NBC Sports-ის ჟურნალისტის დავიდ ორნსტენის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერისთვის ბრძოლას არ აპირებს.
მანჩესტერი იუვენტუსის მთავარ კონკურენტად მოიაზრებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, წითელ ეშმაკებს სხვა პრიორიტეტები აქვს, რაც ტურინულ გრანდს საქმეს საგრძნობლად გაუმარტივებს.
ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს მიღება უნდა, თუმცა მისი კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ დიდი ალბათობით პარტენოპეის ამ თანხის შემცირება მოუწევს.